ბათუმის პორტში 13 154 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს

24 აგვისტო 2018, 00:00 2512 ნახვა

ბათუმის პორტში 13 154 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს. „ბათუმის პორტში“ საქართველოს მოქალაქის სახელზე ფრანგული სანომრე ნიშნით  შემოსული მცირე სატვირთო ავტომანქანა მებაჟეებმა 20 აგვისტოს დაათვალიერეს და მანქანაში არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ასევე ალკოჰოლური სასმელები და მეორადი ტანსაცმელი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით 13154,4 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ამავე კატეგორიაში