სროლა ბათუმში -დაჭრილი  ახალგაზრდა  რეანიმაციაში იმყოფება

26 აგვისტო 2018, 00:00 2490 ნახვა

სტაბილურად მძიმეა ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი და მას ოპერაცია ჩაუტარდა.დაზარალებული მედცენტრშია მოთავსებული.სავარაუდო დამნაშავე დადგენილია, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 საღამოს მელაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შელაპარაკების ნიადაგზე ესროლეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში