ოფროუდის მონაწილეებს  მედიკოსების დახმარება  დასჭირდათ  

26 აგვისტო 2018, 00:00 1471 ნახვა

სოფელ ჭარნალში ოფროუდის ღია ჩემპიონატის მონაწილეები სავარაუდოდ მწერებმა დაკბინეს. მათ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. ჩემპიონატ – „კოლხეთი 2018“-ში საქართველოდან და თურქეთიდან 25-მდე ავტომობილი მონაწილეობდა.

შეჯიბრი სამ კატეგორიაში, ავტომობილების ძრავის მიხედვით ჩატარდა. გამარჯვებულმა მრბოლელებმა როგორც აჭარის პირველობა, ასევე საქართველოს მეორე კატეგორიის პირველობა მოიპოვეს.  ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდის ფედერაციაა

ამავე კატეგორიაში