მშენებლობა კულტმემკვიდრეობის დაცვის ზონაში

27 აგვისტო 2018, 00:00 1695 ნახვა

ბათუმში, ზუბალაშვილის 14 ნომერში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სახლზე, რომელიც ძველ ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, ფასადის ნაწილი მორღვეულია.

კითხვაზე ტარდება თუ არა რემონტი მერიასთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებით, მეპატრონემ პასუხის გაცემა არ ისურვა. ადვოკატმა კი განმარტა, რომ მშენებლობა პირველი კლასისაა და ის კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით მიმდინარეობს.

იმავე კითხვაზე სააგენტოში თავდაპირველად გვიპასუხეს, რომ მშენებლობა ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებული იყო, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ კლასიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ არსებობდა.

რაც შეეხება მერიას, აქ სარემონტო სამუშაოების შეთანხმება დაგვიდასტურეს, თუმცა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.
 

ამავე კატეგორიაში