ქობულეთში გამოკითხული ახალგაზრდების 56.3 % მხარს არ უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

27 აგვისტო 2018, 00:00 1801 ნახვა

ქობულეთში გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტი მხარს არ უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ეს შედეგი ჩატარებული კვლევის მიხედვით დღეს  „აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრმა“ გაასაჯარობა.

მკვლევარების თქმით ნეგატიურია პასუხები ტოლერანტობის მიმართულებითაც. გამოიკვეთა ახალგაზრდებს შორის არსებული პრობლემებიც, უმთავრესად კი ფინანსები სახელდება. გამოკითხული 310 მოქალაქიდან 90 პროცენტს ფინანსური პრობლემა აქვს, 30 პროცენტი კი ამის გამო ვერ აგრძელებს სწავლას. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში