ახალი სამარშრუტო ქსელი ბათუმში პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

28 აგვისტო 2018, 00:00 2395 ნახვა

1 სექტემბრიდან ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება, რამდენიმე ხაზი კი სავარაუდოდ გაუქმდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს მძღოლებში.  სატრანსპორტო საშუალებები უკვე შემოწმდა, კონკურსი გაიარეს კომპანიებმა, რომლებზეც ნებართვებს ბათუმის საკრებულო 31 აგვისტოს სხდომაზე გასცემს. 460-ის ნაცვლად, 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს ყოველდღიურად ბათუმში.

იქნება თუ არა საკმარისი ტრანსპორტის ეს რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ცნობილია რომ ავტომაქანები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ამასთან უნდა აღიჭურვოს ჯიპიეს და ელექტრონული საბარათე სისტემით. 

ამავე კატეგორიაში