შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალი -ექსპერტის შეფასება

28 აგვისტო 2018, 00:00 1570 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა,  როგორც სტუდენტ - ლექტორების ასევე ექსპერტების მხრიდან.  მთავარის ეთერში ამ უნივერსიტეტის  ირგვლივ  მიმდინარე პროცესები   ექსპერტმა განათლების საკითხში სიმონ ჯანაშიამ შეფასა. ის თავად გაეცნო თუ  რა წერია უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს იმ სხდომის ოქმში, რომელის საფუძველზეც    სასწავლებელმა გაიარა აკრედიტაცია  თუმცა  ამავდროულად ერთი წლით შეუჩერდა სტუდენტების მიღების უფლება. 

სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ  განათლების  ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრი არ უნდა ახორციელებდეს  საგადასახადო   სფეროს   წარმომადგენლების  მითითებებს- და აკრედიტაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული   სასწავლებლის   ფინანსურ   დავალიანებასთან. გარდა ამისა ექსპერტს მიაჩნია, რომ  შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმისა და  დემირელის სკოლის შემდეგ კიდევ ერთი თურქულ - ქართული სასწავლებლის ირგვლივ ატეხილი პროცესები სახელმწიფოებს შორის მორიგების საფუძველზე ხდება,  და იმისათვის რომ მსგავსი პროცესები არ განხორციელდეს აქვს რეკომენდაცია , რომ სააკრედიტაციო  საბჭო  დამოუკიდებელი ორგანო გახდეს

ამავე კატეგორიაში