შეცვლილი ტარიფი ე.წ ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებისთვის

28 აგვისტო 2018, 00:00 1662 ნახვა

ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ დღეს დილით  დალუქული სასადილო და ჯიხური რამდენიმე საათის წინ გაიხსნა. მოიჯარეს, რომელმაც გაზრდილი გადასახადი გააპროტესტა, დილით სავაჭრო ობიექტი დალუქული დახვდა.  თუმცა როგორც ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, მოგვიანებით მან დავალიანება დაფარა და მუშაობა გააგრძელა.

ტერიტორიაზე  მოვაჭრეებისთვის ტარიფი აგვისტოდან შეიცვალა, რაზეც  მოიჯარეების  ნაწილს  პრეტენზია აქვს.  „სავაჭრო ცენტრ  2009“-ის დირექტორის განცხადებით, ახალი ტარიფები კერძო აუდიტმა დაადგინა, რომელიც ტენდერის გზით შეარჩიეს. ადმინისტრაციის ცნობით, იჯარის ერთიანი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, მოვაჭრეების ნაწილს გადასახადი გაეზარდა, ნაწილს კი შეუმცირდა.

ამავე კატეგორიაში