პატიმრები სასადილოს შემოწმებას ითხოვენ - ''კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის'' ხელმძღვანელი''

29 აგვისტო 2018, 00:00 1768 ნახვა

 პატიმრები სასადილოს შემოწმებას ითხოვენ,- არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან  ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს,  ბათუმის მესამე დაწესებულების პატიმრების მოთხოვნით დაინტერესდეს. მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, პატიმრებმა  სურსათის უვნებლობის სამსახურს თვენახევრის წინ  მიმართეს, ამ უკანასკნელს კი პენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ აძლევს კონტროლის განხორციელების  უფლებას. 

სურსათის უვნებლობის სამსახურში ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ცოტნე ანანიძეს, დეპუტატის განცხადებით, საკითხით დაინტერესდება თუმცა  როგორც ამბობს, პატიმრებს მსგავსი მოთხოვნა მასთან შეხვედრებზე არ დაუფიქსირებიათ.

მერაბ ღოღობერიძის მიმართვას საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოეხმაურნენ. პრესსამსახურის განცხადებით, უწყება ყველაფერს აკეთებს  რომ მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის  ხარისხიანი კვების პროდუქტების მიწოდება უზრუნველყოს და შესაბამისი კონტროლი განახორციელოს მომწოდებელ ორგანიზაციებზე.

ამავე კატეგორიაში