საუბნო კომისიების წევრების დაკომპლექტების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ 

29 აგვისტო 2018, 00:00 1946 ნახვა

ხმაური იყო დღეს ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში - კომისიამ დადგენილება გამოსცა და საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა შესარჩევო კონკურსი გამოაცხადა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ანუ მხოლოდ განცხადებებზე დაყრდნობით, კონკურსის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა ოლქის რამდენიმე წევრი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. ისინი წევრების შერჩევას გასაუბრების გზით ითხოვენ და გაუმჭვირვალე პროცესზე საუბრობენ. ოლქის თავმჯდომარე კი აცხადებს რომ გასაუბრებას არ ითვალისწინებს კანონი.

საკითხის ამ ფორმით მიღებას ასევე არ ეთანხმებოდა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მადონა ბერიძე, იგი გასული წლების პრაქტიკას იხსენებს და აცხადებს რომ აუცილებელია შერჩევის პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე.  კომისიის წევრთა შესარჩევო კონკურსი დღეს მთელ საქართველოში გამოცხადდა, ბათუმში 102 საუბნო საარჩევნო კომისიაში 612 ადგილია ვაკანტური. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში