საიას გუშინდელ ბრიფინგს პროკურატურა პასუხობს

30 აგვისტო 2018, 00:00 2053 ნახვა

 საიას განცხადებას პროკურატურა გამოეხმაურა. რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარაში, საიას მიერ დასახელებულ მიმდინარე საქმეებზე დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის და ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწმეები აღწერენ მომხდარი ფაქტების შესახებ ზოგად გარემოებებს, თუმცა ვერ ახდენენ ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირებას, მოწმეების ნაწილი არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოში, რაც, თავის მხრივ, ართულებს გამოძიების პროცესს. რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, იმ საქმეებში, რომელშიც არსებობდა კანონით განსაზღვრული საფუძველი, მოხდა კონკრეტული პირების დაზარალებულად ცნობა. დასახელებულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილება.“ -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საიამ აჭარაში პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დროული გამოძიება გუშინ მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, სამ საქმეზე, რომლებიც აჭარის პროკურატურაშია აღძრული, გამოძიება ჭიანურდება. საქმეები პოლიციელების მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება, მათ შორის ერთ-ერთი 2016 წლის ტრანსგენდერი მოქალაქეების საქმეა.

ამავე კატეგორიაში