ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 3 სექტემბერს დაიწყება 

30 აგვისტო 2018, 00:00 1913 ნახვა

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. რეგიონში მსოფლიო დონის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან და ჰოლანდიიდან ჩამოვლენ და სხვა მოწვეულ უცხოელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად 8 სექტემბრამდე, სასტუმრო ოაზისში, საღამოს 8 საათიდან ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.

ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - მათ შროსი, ჭოროხის დელტის, სოფლების ჩაისუბნისა და სახალვაშოში, ბათუმის ზღვისპირა პარკის, ნავსადგურისა და კოლხეთის ეროვნული პარკის. ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია.

ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და  ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, იგი   ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ამავე კატეგორიაში