ავტოავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

30 აგვისტო 2018, 00:00 2526 ნახვა

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად  დაშავებულთაგან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, იგი  ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.  დაშავებული სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაეწერება.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც   ჩაქვი ქობულეთის შემოვლით გზაზე  მოხდა, 8 ადამიანი დაშავდა მათგან 2 არასრულწლოვანი ,პაციენტებს  მედიკოსების ინფორმაციით ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ და საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვეს.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში