სასამართლო პროცესი ახალგაზრდა ქალის დაჭრის საქმეზე

31 აგვისტო 2018, 00:00 2491 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასმართლოში, საცხოვრებელი სახლის ლიფტში ახალგაზრდა ქალისთვის მრავლობითი ჭრილობის მიყენებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 26 წლის გერმან ჩერნიავსკის  განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. მან, 2 თვის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტში 32 წლის იზოლდა აბაშიძე დაჭრა.

დაჭრილი ქალი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, კლინიკაში მკურნალობდა. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში.საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

ამავე კატეგორიაში