ტვ 25-ის ყოფილი თანამშრომლების  სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

31 აგვისტო 2018, 00:00 3009 ნახვა

მოსამართლე ირმა ტოგონიძის გადაწყვეტილებით ტელეარხი  25 ის ყოფილი თანამშრომლები ეკა და რუსლან დავითაძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რუსლან დავითაძე მხოლოდ მთავარი ოპერატორის თანამდებობაზე დაბრუნდება. მძღოლის პოზიციას კი ვეღარ დაიკავებს.  ეკატერინე დავითაძის გათავისუფლების საფუძველი კი ბათილად იქნა ცნობილი და ტელე კომპანიას მომჩივანის მიმართ, კომპენსაციის გადახდა დაევალა. სამსახურში აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ეკა დავითაძე საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის და სუფლიორის ოპერატორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით მისი პოზიცია გაუქმებულია. ეკატერინე დავითაძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ტელეკომპანიას ორივე მათგანისთვის ნაცდური ხელფასის გადახდა დაეკისრა. 

ამავე კატეგორიაში