თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დღეს რიგები იყო

31 აგვისტო 2018, 00:00 7591 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს, რიგები იყო. მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთად რამდენიმე საათი დასჭირდათ.

მგზავრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ დილით თურქეთის მხარეს სისტემა იყო გათიშული. სწორედ ამის გამო,  ნეიტრალურ ზონაში რიგში დგომა მოუხდათ. 

დღეს რამდენიმე მგზავრი, რომელიც რიგში იდგა შეუძლოდ გახდა. მათ ბათუმში დაბრუნება მოუხდათ. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ ქართულ მხარეს პრობლემები არ ჰქონიათ, საზღვარი მალევე გადაკვეთეს, თუმცა ნეიტრალურ ზონაში რიგი დახვდათ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ თურქეთში სასკოლო ინვენტარის და ტანსაცმლის საყიდლად მიდიოდნენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში