ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან“ დასრულდა

01 სექტემბერი 2018, 00:00 1559 ნახვა

ლიტერატურული ფესტივალი „ზეკართან“ დაიხურა. ფესტივალის მეოთხე დღეს მონაწილეები ხულოს ცენტრში შეიკრიბნენ და ფესტივალი შეაჯამეს. დასკვნით ღონისძიებაზე,  საპატიო ,,ზეკარელი’’ დაასახელეს და სიმბოლური საჩუქარი - ყაბალახი გადასცეს.

ფესტივალის ფარგლებში, პოეზიის საღამოები გაიმართა, მონაწილეებმა ხულოსა და შუახევის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს, გაიმართა ინტელექტუალური თამაშები, მომზადდა 2 ვიდეო - რგოლი. ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში მეექვსე წელია ტარდება. მისი მიზანია შემოქმედ ადამიანებს აჭარის მაღალმთიანეთი გააცნოს და ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას. 

ამავე კატეგორიაში