ფოტოდღეები განახლებული კონცეფციით

01 სექტემბერი 2018, 00:00 1356 ნახვა

,,ბათუმი ფოტოდღეები“ დაიწყო. ეს იქნება პირველი წელი, როდესაც ფესტივალი განახლებული და მრავლისმომცველი კონცეფციით ტარდება. გამოფენები ბათუმის ბულვარსა და ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ფოტო დღეების თემა და შესაბამისად მთავარი გამოფენის სახელწოდება არის „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე. პროექტი,,ოდესა - ბათუმი“ ფოტოდღეების სახელით 2014 წლიდან იღებს სათავეს.

მასში წელს 14 ქვეყნის  26 კონკურსანტი მონაწილეობს. ფესტივალის მიზანი  საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისთვის ახალი  სივრცის შექმნაა. გამოფენა ეძღვნება  ადამიანებს,  რომლებმაც  ზეგავლენა იქონიეს  ან შეცვალეს ისტორია. 

ამავე კატეგორიაში