ბათუმობის დღესასწაული 20 საათზე, პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება. ამ წუთებში კი მზადება მიმდინარეობს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: აჩიკო გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ლუკა ზაქარიაძე, მორის მელაძე, სოფო ხალვაში, გიორგი ფუტკარაძე, თამუნა მიქელაძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე და ნანუკა მიქაძე.
''ბათუმობის'' ბიუჯეტი წელს 300 ათასი ლარია.