თამარის დასახლებაში მიკროავტობუსების ახალ მარშრუტებს აპროტესტებენ

02 სექტემბერი 2018, 00:00 4268 ნახვა

თამარის დასახლებაში  მოსახლეობას   მიკროავტობუსების ახალ მარშრუტს აპროტესტებენ.  მათი განცხადებით, 29 ნომერი  მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ცენტრში მოძრაობდა, პირველი სექტემბრიდან  გორგილაძის ქუჩის ნაცვლად, ბაგრატიონის ქუჩას გაივლის, რაც მათთვის მოუხერხებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ე.წ.დევნილების დასახლებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოსახვედრად ალტერნატიული ტრანსპორტი არ მოძრაობს.

ახალი მარშრუტით მოძრაობაზე უარს ამბობენ მძღოლებიც. ამბობენ, რომ მანქანებმა ყველა ტექნიკური მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა მუშაობის გასაგრძელებლად, მარშრუტები შეუცვალეს. მოსახლეობის პრობლემებს ქალაქის მერი  გამოეხმაურა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ახალი მარშრუტების დანერგვა მუშა პროცესშია და ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, ცვლილებები გამორიცხული არ არის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში