მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს

02 სექტემბერი 2018, 00:00 2784 ნახვა

58 წლის ბეგლარ  ელბაქიძე ზეზელა სტილის ცურვაში მის მიერ გასულ წელს დამყარებული რეკორდის 10 კილომეტრ ნახევრის გაუმჯობესებას გეგმავს.  მან  შეუჩერებლად  სპეცკოსტიუმისა და  საცურაო საშუალებების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით აჭარის საზღვაო აკვატორიაში  14  ოლიმპიური დისტანცია -  21  კილომეტრი 11 საათში უნდა დაძლიოს. 

სტარტი  დროშებით ხელში მოცურავემ ბათუმის შუქურასთან აიღო და ახალი რეკორდის დასამყარებლად ქობულეთის სტადიონამდე უნდა გაცუროს.  ის ბათუმის სანაპირო ზოლიდან, გულშემატკივრებმა გააცილეს.  მარათონს  რეკორდების დებულებით მოქმედი  მსაჯთა ჯგუფი უძღვება. ბეგლარ ელბაქიძე ხალხური ცურვის ოსტატია და პირველი რეკორდი  11 წლის წინ თბილისის ზღვაზე დაამყარა. მან ვერტიკალურად  8,5 კილომეტრი გადაცურა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში