საგამოძიებო კომისია - სკოლებსა და შსს-ს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა არ არსებობს

02 სექტემბერი 2018, 00:00 1778 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა 51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი მე-11 და მე-9 კლასელებს შორის, - ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს.

საგამოძიებო კომისიისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მიწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, წარმოადგენს სისტემურ და მზარდ პრობლემას. საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, დღეს სხდომაზე კომისიამ  დასკვნის ის თავი წარადგინა, რომელიც სკოლის უსაფრთხოებას ეხება. მეორე დღეა სხდომაში არ მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში