ქედქედში ჰესის სავარაუდო მშენებლობას აპროტესტებენ

03 სექტემბერი 2018, 00:00 3321 ნახვა

შპს „ბაკური“ სოფელ ქედქედში ჰეისის მშენებლობას ამ ეტაპისთვის არ გეგმავს, ამის შესახებ კომპანიიის იურისტმა განაცხადა, თამარ ბაკურიძის თქმით,  მათ მხოლოდ  უკვე არსებული  ძველი ჰესის რეაბილიტაცია მოახდინეს.

ქედქედისა და სინდიეთის მცხოვრებლებმა   ჰესის მშენებლობა რამდენჯერმე გააპორტესტეს. მოსახლეობის ინფორმაციით „მაჭახელა ჰესის“ გაფართოების მიზნით  მდინარე ქედქედის წყაროზე მინი  ჰესის აშენება იგეგმება. ადგილობრივები ფიქორბენ, რომ ხეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება. როგორც ამბობენ, აზომვითი სამუშაოები ფარულად მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელებას კი ბიზნესმენი ლევან ბაკურიძე გეგმავს.  ხელვაჩაურის მერიის იფნროამციით, კომპანიისთვის  მინიჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის. 

ამავე კატეგორიაში