თამარის დასახლებაში მიკროავტობუსების ძველ მარშრუტზე დაბრუნებას ითხოვენ

03 სექტემბერი 2018, 00:00 2550 ნახვა

თამარის დასახლებაში  მოსახლეობა   მიკროავტობუსების ახალ მარშრუტს აპროტესტებს. მათი განცხადებით, 29 ნომერი  მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ცენტრში მოძრაობდა, პირველი სექტემბრიდან  გორგილაძის ქუჩის ნაცვლად, ბაგრატიონის ქუჩას გაივლის, რაც მათთვის მოუხერხებელია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ე.წ.დევნილების დასახლებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოსახვედრად ალტერნატიული ტრანსპორტი არ მოძრაობს. ახალი მარშრუტით მოძრაობაზე უარს ამბობენ მძღოლებიც. ამბობენ, რომ მანქანებმა ყველა ტექნიკური მოთხოვნა დააკმაყოფილეს, მუშაობის გასაგრძელებლად კი მარშრუტები შეუცვალეს. ქალაქის მერის  განცხადებით, მარშუტების ცვლილება   გამორიცხული არ არის. 

ამავე კატეგორიაში