უკავშირდება თუ ავარიები სარეკლამო ბანერს

04 სექტემბერი 2018, 00:00 4331 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. მოქალაქეთა ნაწილს ეჭვი აქვს, რომ როგორც ქვეითების, ასევე ავტომობილების გადაადგილების დროს ხილვადობას სარეკლამო მანათობელი ბანერი აფერხებს და ამით ხსნიან შემთხვევების მატებას. 

საინფორმაციო-სარეკლამო ბანერი, რომელიც ზებრა გადასასვლელთან ახლოსაა, ბათუმის მერიის საკუთრებაა. ახალგაზრდული ცენტრის ბანერი, აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე თვის წინ დადგეს.

ქალაქის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საინფორმაციო დაფის აღების მოთხოვნით მერიაში განცხადება არ შესულა. სტატისტიკის მატება კი მუნიციპალიტეტისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის.

"არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, რომ აღნიშნული ბანერი აბრკოლებს საგზაო მოძრაობას და ზღუდავს ხედვის არეალს. თუ ფაქტი დადასტურდება, განხორციელდება ადგილმონაცვლეობა'' - განმარტავენ მერიაში.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ფოტოები მიაწოდა.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 4 ივნისი.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 27 ივნისი

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 19 ივლისი.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 10 აგვისტო. 

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 24 აგვისტო.

 

ამავე კატეგორიაში