სამარშრუტო ხაზების ცვლილება 29 ნომრის მიკროავტობუსების მძღოლებმა გააპროტესტა

04 სექტემბერი 2018, 00:00 2486 ნახვა

მძღოლების პროტესტი გრძელდება. 32 ნომერი მიკროავტობუსების შემდეგ 29 ნომერი სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ისინი ძველ სამარშრუტო ხაზზე დაბრუნებას ითხოვენ. ახალი სქემა მათთვის მიუღებელია, რადგან მარშრუტი რადიკალურად შეცვლილია. გორგილაძის ქუჩის ნაცვლად ისინი პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მოძრაობენ.

მათი განცხადებით, გუშინ 700 ხელმოწერა შეაგროვეს და მერიას წაერუდგინეს. მოთხოვნებს უერთდება მოსახლეობა. მათი თქმით, თამარის დასახლებიდან ცვენტრალურ ქუჩებზე მოხვედრა 29 ნომრით უკვე შეუძლებელია, რაც მათ მგაზვრობის ხარჯებს აორმაგებს. მერიაში სატელევიზიო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, აცხადებენ, რომ მძღოლებთან  მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში