თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაშავებული მკურნალობას ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაპიზონში ორი კვირის წინ მოხდა, რომლის დროსაც სამი მოქალაქე დაშავდა. ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.
ავარიის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯების დაფარვა, საქართველოს გენერალური საკონსულოს მუშაობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწევთ. პარალელურად აქტიურად განიხილება თურქეთში სეზონურად დასაქმებული მოქალაქეებისთვის, სავალდებულო დაზღვევის დაწესების საკითხი.