ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამო, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

04 სექტემბერი 2018, 00:00 2007 ნახვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

ხათუნა ბარაბაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ  მორალური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მომხდარის გადატანა მისთვის რთული იყო.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, დირექტორის თანამდებობაზე სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო. სწავლის დასრულების შემდეგ კი, სამეურვეო საბჭოს თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა, რომელზედაც 22 აგვისტოს თანხმობა მიიღო.

ამავე კატეგორიაში