აქცია თამარის დასახლებაში

04 სექტემბერი 2018, 00:00 2723 ნახვა

მძღოლების ნაწილის პროტესტი გრძელდება ბათუმში. 32 ნომერი მიკროავტობუსების შემდეგ 29 ნომერი სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა შეაჩერა დღეს მუშაობა დროებით. ისინი ძველ ხაზზე დაბრუნებას ითხოვენ. ახალი სქემა მათთვის მიუღებელია.

მარშრუტი რადიკალურად შეიცვალა. გორგილაძის ქუჩის ნაცვლად ისინი პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მოძრაობენ. მათი განცხადებით, გუშინ 700 ხელმოწერა შეაგროვეს და მერიას წარუდგინეს. მოთხოვნებს უერთდება მოსახლეობა. ამბობენ, რომ თამარის დასახლებიდან ცენტრალურ ქუჩებზე მოხვედრა 29 ნომრით უკვე შეუძლებელია, შესაბამისად მგზავრობის ხარჯიც გაორმაგებულია.

ამავე კატეგორიაში