ფაროსანებით დაფარული ხე - ქობულეთი

05 სექტემბერი 2018, 00:00 2591 ნახვა

ქობულეთში ციტრუსის სეზონი ახლოვდება. ფერმერები ამბობენ, რომ მანდარინის ნაყოფი დაზიანებულია. ის მწიფდება და ხიდან ცვივა.

აზიურმა ფაროსანამ მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. თხილის გარდა, განადგურებულია სიმინდი, პომიდორი და ხილი. 

მავნებელი აზიანებს, როგორც მცენარეს და ფოთლებს ისე ნაყოფს. მოქალაქეები ყვებიან, რომ მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, რადგან დიდი ნაწილი საკვებად უვარგისია. 

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ფერომონებს ამონტაჟებენ. აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგები რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება. 

ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ადგილებზე მავნებლის მოზიდვა ხდება, შემდეგ კი წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები ტარდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს ინფორმაციით, რეგიონში 350 მაღალეფექტური ფერომონი უკვე დამონტაჟებულია. 

ქობულეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქციებიც გამართეს. ისინი მთავრობის სახლთან მივიდნენ და ერთი ტომარა გაფუჭებული თხილი მიიტანეს, რამდენიმე დღეში კი ქობულეთში საავტომობილო გზაც გადაკეტეს. 

ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას და საფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობას ითხოვენ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში