რჩევები ფერმერებს ფაროსანისგან ციტრუსის დასაცავად

05 სექტემბერი 2018, 00:00 2535 ნახვა

ფერომონების დამონტაჟება გრძელდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში - ამ გზით საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, აზიური მავნებელის მიზიდვა მარტივდება, რის შემდეგაც ერთდროულადაა შესაძლებელი მისი განადგურება. წელს განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის რამდენიმე სოფელი, დაზიანდა თხილი, სიმინდი, სხვა მარცვლეული კულტურები. ახლა კი ციტრუსს ემუქრება საფრთხე.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ეტაპზე მეციტრუსეებს მხოლოდ მავნებლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას სთავაზობს - რაც შეეხება დაზღვევას, მინისტრი ცოტა ხნის წინ შეხვდა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, თუმცა ჯერ უცნობია მაღალი რისკის ფონზე დააზღვევს თუ არა რომელიმე კომპანია მოსავალს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში