საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

05 სექტემბერი 2018, 00:00 1974 ნახვა

12 დღე რჩება საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, რეგისტრაცია ახლაც გრძელდება, თუმცა გასული წლების მსგავსად კვლავ ასობით ბავშვი რჩება ბაღს მიღმა, უფრო კონკრეტულად კი რიგშია. უკვე შევსებულია ცენტრალურ უბნებში არსებულ საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი, ადგილები რჩება თამარის დასახლებაში, სადაც ახალი ბაღი იხსნება, ასევე ურეხში, ადლიასა და ბარცხანაში.

თამარის დასახლებაში ბაღის გახსნის გარდა, მერია კიდევ ორი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას დაასრულებს სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე. ამასთან ცნობილია რომ ბაღებს ინტენსიურად ამოწმებს და პრიორიტეტია სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსთვის, ასევე მერიის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურისთვის. აქ ამბობენ რომ ჰიგიენისა და მენიუს მხრივ უკეთესი მდგომარეობაა საჯარო ბაღებში, ვიდრე კერძო საბავშვო ბაღებში. 

ამავე კატეგორიაში