წყლის რეზევუარებისთვის 120 000 ლარი უშედეგოდ დაიხარჯა 

07 სექტემბერი 2018, 00:00 1896 ნახვა

სოფელ ერგეს მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს. მოქალაქეები ყვებიან, რომ წყალი ონკანიდან რამდენიმე საათით, ისიც მხოლოდ ღამით მოდის. 

ე.წ. მინდვრის დასახლებაში წყლის პრობლემა 10 წელია აწუხებთ, განსაკუთრებით კი ზაფხულობით. 

ისინი სასმელ წყალს მეზობელი დასახლებიდან ან ჭებიდან ეზიდებიან. 

სოფელში გასულ წელს წყლის ახალი რეზერვუარი და მაგისტრალი მოეწყო, რისთვისაც ხელვაჩაურის მერიამ 120 ათასი ლარი დახარჯა. ახალი ქსელი არ მუშაობს. 

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაპირება მიიღეს, რომ ოჯახებს წყლით ძველი სისტემიდან მოამარაგებდნენ

მოსახლეობის ინფორმაციით მილები აღნიშნულ ქსელშიც დაზიანებულია.  

ხელვაჩაურის მერიაში განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში