ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

08 სექტემბერი 2018, 00:00 1396 ნახვა

ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, 3 თვის წინ,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.

ამავე კატეგორიაში