პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში სამი ქართველი იჭიდავებს

08 სექტემბერი 2018, 00:00 1705 ნახვა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდნენ. ხინჩეგაშვილმა ბულგარელი დიმიტარ ივანოვი 11-0, ხოლო კენჭაძემ ყაზახი ნურლან ბეკზანოვი 5-0 დაამარცხა.

ოდიკაძის მეტოქე კი არ გამოცხადდა. ოქროს მედლისათვის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პრინციპულ მეტოქეს რუსების ჩეჩენ ფალავან ახმედ ჩაკაევს დაეჭიდება. შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის 61 კგ კატეგორიის ფინალში სწორედ რუსების  ფალავანი დაამარცხა.

ამავე კატეგორიაში