სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა“, ტრადიციულად, სარფის სანაპიროზე გაიმართება. მოეწყობა ფოტო და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, შემდეგ კი კონცერტი დაიწყება.
წელს ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას ჩხოროწყუს და ზუგდიდის ანსამბლებიც მიიღებენ. დღესასწაული ,,კოლხობა“ 39 - ე წელია ტარდება. ღონისძიებისთვის 7 ათასი ლარია გამოყოფილი.