მაშველებმა გემი ჩაძირვას გადაარჩინეს

08 სექტემბერი 2018, 00:00 5179 ნახვა

ორდღიანი საშტორმო მდგომარეობის გამო ბათუმის ნავსადგურში, ტერმინალთან მდგომი გემ ,,ალიხან კაპტან’’-ს  6 სამაგრი ბაგირიდან 4 გაუწყდა. ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომელთაც გემი ბათუმის პორტში ბუქსირით გადაჰყავთ. 

მშრალმზიდი ავარიულ მდგომარეობაშია. არ აქვს  საწვავი და არც გენერატორი  მუშაობს. ეკიპაჟის 9 წევრიდან ნაპირზე 2 ტექნიკური თანამშრომელი იმყოფებოდა.  დანარჩენი კი ხომალდზე. ისინი ცდილობდნენ  საკუთარი ძალებით გემის დამაგრებას. ამდროისთვის ეკიპაჟის ყველა წევრი გემზეა. შეგახსნებთ, რომ ხომალდი 8 თვეა ბათუმის პორტში გაჩერებულია. მეპატრონე ეკიპაჟის წევრებს ხელფასს არ უხდის. საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში