​ბიაფის სიმბოლოს შემდეგ შეტევა ვებ-გვერდზე განხორციელდა

09 სექტემბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

ბათუმში ევროპის მოედანზე ბიაფის სიმბოლოს შემდეგ ფესტივალის ბანერი დააზიანეს. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სარეკლამო აბრაზე რკინის კონსტრუქციაა გატეხილი. კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ბიაფის ოფიციალური ვებ გვერდიც გაითიშა. ზვიად ელიზიანი ფაქტს ჰაკერულ შეტევას უკავშირებს.

ვანდალური ფაქტის შესახებ აცნობეს შსს-ს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 სექტემბერს იწყება, წელს 40 სრული  და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები.  კინოფესტივალი 23 სექტემბერს დასრულდება.  ღონისძიებისთვის 2. 000 ლარია გამოყოფილი. 

ამავე კატეგორიაში