მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს

09 სექტემბერი 2018, 00:00 1729 ნახვა

ბათუმში, შავშეთის ქუჩის მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ. 30-მდე ოჯახი  გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ტერიტორია წვიმისას იტბორება და წყალი სახლებში შედის. ოჯახების თქმით, დაზიანებულია სახურავიც. ისინი ქალაქის მერიას დახმარებას სთხოვენ.

კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ სანიაღვრე არხს მომავალ წელს მოაწესრიგებენ, რადგან მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის, რაც შეეხება სახლის სახურავს, მას 3 პროცენტიანი თანაგადახდით მერია გამოცვლის..თუმცა მანამდე ამხანაგობის თავმჯდომარემ თვითმმართველობას  განაცხადებით უნდა მიმართოს.

ამავე კატეგორიაში