ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე მამაკაცი ავიდა

10 სექტემბერი 2018, 00:00 12915 ნახვა

ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მდებარე ალი და ნინოს ქანდაკებაზე დღეს მოქალაქე ავიდა.

კონსტრუქციიდან მის ჩამოყვანას მაშველები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, 29 წლის მამაკაცმა მაშველების დახმარებაზე უარი განაცხადა და ალი და ნინოს ქანდაკებიდან თავად ჩამოვიდა. 

​ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  ქანკადებასთან სამართალდამცველებიც მივიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

ფოტოები მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ამავე კატეგორიაში