გარდაცვლილ მძღოლს თურქეთიდან საქართველოში დღის ბოლოს გადმოასვენებენ

10 სექტემბერი 2018, 00:00 4850 ნახვა

საქართველოს მოქალაქის არჩილ ყურშუბაძის ცხედარს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ტრაპიზონის რეგიონალურ პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დასრულდა. საქართველოში გადასვენების თაობაზე შესაბამისი ნებართვა გაიცა. 

გარდაცვლილს, ტრაპიზონის მერიის მიერ უსასყიდლოდ გამოყოფილი ავტომანქანით გადმოასვენებენ. 

თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. სამძებრო სამუშაოები დაბა ქემალფაშას მიდამოებში მიმდინარეობდა.

გაუჩინარებულ კაცს 12 მყვინთავი ეძებდა. სამუშაოებში ჩართული იყო ორი კატარღაც. 

მძღოლი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცმა გუშინ ავტომობილი ავტოსადგომზე გააჩერა და ზღვაში შევიდა.  რამდენიმე წუთში კი მისი კვალი გაქრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში