ხულოში მეჩეთი გაქურდეს და შესაწირი ყუთიდან თანხა წაიღეს

11 სექტემბერი 2018, 00:00 6368 ნახვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში  მეჩეთი გაქურდეს. სრულიად საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის ინფორმაციით, გატეხილია შემოწირულობების ყუთი, საიდანაც თანხაა წაღებული. 

შემთხვევა აჭარის მაღალმთიანეთში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

დამნაშავე იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხილებულია პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

​სრულიად საქართველოს მუფთის თქმით, მეჩეთის ქურდობის ფაქტი, რამდენიმე თვის წინ, სოფელ ფერიაშიც მოხდა. 

ფოტო არქივი.

ამავე კატეგორიაში