ქართული მარიხუანა ექსპორტზე

12 სექტემბერი 2018, 00:00 4110 ნახვა

გაჩნდება თუ არა საქართველოს ეკონომიკაში ახალი მიმართულება - ბალახის ეკონომიკა? ეს - დღის მთავარი თემაა. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. განსხვავებულია მოსაზრებები პოლიტიკურ წრეებშიც,   კანაფის წარმოებას სარისკოდ მიიჩნევენ სასულიერო პირები. თუმცა საქართველო კანაფის ექსპორტიორი რომც გახდეს, მისი გასაღება ისევ დასჯადი იქნება, ასევე რჩება შეზღუდვები მოხმარებაზეც. კანაფის კულტივაციის მკაცრ რეგლამენტირებაზე საუბრობს ქვეყნის პრემიერიც.

მთავრობა უკვე განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და ასე გამოვლინდება ლიცენზიანტი, რომელსაც საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის უფლება მიენიჭება.

ამავე კატეგორიაში