წყლის, ჰიგიენის და ინფრასტრუქტურის პრობლემები სკოლებში

12 სექტემბერი 2018, 00:00 1750 ნახვა

აჭარაში არსებული 229 სკოლიდან დაახლოებით 45 სარეაბილიტაციოა - ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ. ცნობილია რომ ამორტიზებულ შენობაში შეხვდებიან ახალ სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. ამ სოფელში ეს შენობა დასანგრევია, ახლის ასაგებად კი სამინისტრო მუნიციპალიტეტისგან ელოდება მიწის გადაცემას.

უცნობია კონკრეტული მიზეზი რატომ ვერ გამოინახა ამ დრომდე ადგილმონაცვლეობისთვის ადგილი. ამორტიზებულია ოჩხამურის სკოლაც. შენობაში არ არის სველი წერტილი. წყალი არ აქვთ ხულოში, სოფელ ირემაძეებში, საციხურში კი საპირფარეშო შენობის გვერდითაა მოწყობილი. განათლება არათანაბარ და რთულ პირობებში - სოფო შავაძე მოგვიყვება ვრცლად.

ამავე კატეგორიაში