გელაურის დასახლებაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

13 სექტემბერი 2018, 00:00 15234 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  გელაურის დასახლებაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა იყო მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში