უფუნქციო და მიტოვებული შენობები სოფლებში

14 სექტემბერი 2018, 00:00 2993 ნახვა

უფუნქციო და მიტოვებული ობიექტები ხელვაჩაურში - ნაწილში უნებართვოდ არიან შესახლებული ოჯახები, ნაწილი კი მოუვლელობის გამო თითქმის დანგრეულია.

სოფო შავაძემ დღეს შენობები რამდენიმე სოფელში გადაიღო, მათ შორისაა სოფელ ერგეში არსებული ძველი კლუბი, სადაც ერთი ოჯახია შესახლებული, იქვეა განთავსებული სამედიცინო პუნქტი, შენობა საფრთხის შემცველია და ყოველდღიურად ზიანდება.

ახალშენში, კი იქ სადაც ადრე მუზეუმი იყო განთავსებული, ახლა ორი ოჯახი ცხოვრობს. შენობა დაზიანებულია. ობიექტების ნაწილი აჭარისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ნაწილი კი ხელვაჩაურის მერიის - გაურკვეველია ვინ აიღებს საბოლოოდ თავზე მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობას. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში