რატომ გაჭიანურდა ბათუმის განაშენიანების რეგულირების პროექტი

14 სექტემბერი 2018, 00:00 2429 ნახვა

კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიულ ზონას? პროცესი დროში გაჭიანურდა. მიმდინარე წლის მარტში მიიღო დოკუმენტი ბათუმის მერიამ, გაიმართა პრეზენტაციაც, შემდეგ საკრებულომაც მოიწონა და გადაიგზავნა საქართველოს კულტურის სამინისტროში, სამინისტრომ კი ხარვეზებით დოკუმენტი 2 თვის წინ უკან დაუბრუნა ქალაქის მთავრობას.

ხარვეზი, როგორც მერიაში გვეუბნებიან, უმნიშვნელო, ტექნიკური ხასიათის იყო. აქ  ირწმუნებიან, რომ მალევე შეასწორეს და ქვეყნის მთავრობას დაუბრუნეს, უკვე თვეებია პასუხს ელოდებიან - ამასობაში დრო გადის - ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად საჭირო ზონა კი ისევ არაა განსაზღვრული.

ჩვენ საქართველოს კულტურის სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს რომ პროექტი ამ დრომდე განხილვის სტადიაშია. ისტორიული ზონის დამტკიცების შემდეგ, რომელიც ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს მოიცავს, სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდება, ისტორიულ ზონაში ძეგლებზე მაღალი შენობების აგება აიკრძალება. 

ამავე კატეგორიაში