ახალი რეგულაციით ბათუმში სამარშრუტო ტაქსები 8-ის ნახევრიდან გვიან ღამემდე იმოძრავებენ ​

14 სექტემბერი 2018, 00:00 15137 ნახვა

ქალაქში სამარშრუტო ტაქსები 8-ის ნახევრიდან 23 საათამდე იმოძრავებენ. რაც შეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, მათი სამუშაო გრაფიკი 24 საათზე დასრულდება. 

განსხვავებული იქნება ზაფხულის გრაფიკი. ახალი რეგულაციებით, მიკროავტობუსების მძღოლებს სამუშაო დრო გაეზრდებათ და ვალდებულება ექნებათ, შვიდი საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშაონ.

ბათუმის საქალაქოს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ კონკრეტულ მონაკვეთებში გადაადგილების ინტერვალიც შემცირდება, მაგალითად დილის საათებში და პიკი საათში. სხვა დროს კი სტანდარტული გრაფიკი იქნება.

არ არის გამორიცხული მიკროავტობუსების გადაადგილების მარშრუტიც ნაწილობრივ შეიცვალოს. სატრანსპორტო სამსახურის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში მერიას წერილობით მიმართონ. 

 ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა  1 სექტემბერს შეიცვალა. 

ამავე კატეგორიაში