ახლა კი თემა რომელსაც ხშირად ვაშუქებთ, თუმცა მისი მნიშვნელობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მივიჩნევთ რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - ეს სამედიცინო პუნქტებია, რომლებიც უკვე ერთი წელია მოვლისთვის მუნიციპალიტეტებს გადაეცა.
მათ დიდ ნაწილში, მათ შორის ხელვაჩაურში არასათანადო პირობებია. მედიკოსები და ექთნები ისეთ შენობებში მუშაობენ, სადაც წყალი ჩადის, ამორტიზებულია და სახიფათოა თავად ექიმების ჯანმრთელობისთვის. რა გეგმა აქვს ხელვაჩაურის მერიას და როდის მოახერხებს ადგილობრივი მთავრობა ყველა პუნქტის რეაბილიტაციას?