შიდსის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გამოკვლევები უფასოა

14 სექტემბერი 2018, 00:00 1869 ნახვა

ბათუმში, C ჰეპატიტზე, აივ - ინფექციასა  და ტუბერკულოზზე უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს. მობილური ლაბორატორია დღეს კომახიძის ქუჩაზე მუშაობდა. მოქალაქეებს სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. სკრინინგის პროცედურა მოიცავს ლაბორანტის, პტიზიატრისა და ეპიდემიოლოგის კონსულტაციებს.  “გლობალ ფონდის“ თანადაფინანსებით პროგრამას  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებენ.

უფასო ლაბორატორიული გამოკვლევები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმის შემდეგ კონსულტაციებს სხვა მუნიციპალიტეტებში ჩაატარებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები გამოკვლევის ჩატარებისთვის ადგილს წინასწარ არჩევენ, ამის შესახებ კი მოსახლეობას წინა დღით აფრთხილებენ. 

ამავე კატეგორიაში